ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელფასების ზრდა გარდაუვალია და ეკონომიკა ჯანსაღდება

“შრომის ანაზღაურების ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას.”- ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქსტატის მიერ გავრცელებულ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით გაიზარდა და 1 328 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე სუს-ის ფაილებზე: არ ვიცი ვინ არის, შეიძლება იყოს ხოჯევანიშვილი, შეიძლება იყოს სხვა ვინმე
შემდეგი სტატიაფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს