ეკონომიკის მინისტრი პანკისის მოვლენებზე პირველ კომენტარს აკეთებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პანკისში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს ტელეკომპანია „პირველთან“ აკეთებს.

მინისტრი ჟურნალისტის კითხვაზე მოკლე პასუხით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ პროცესი პანკისში ნორმალიზებულია.

„გვიხარია, რომ პროცესი არის ნორმალიზებული. ყველანი ვმუშაობთ ამ მიმართულებით“-განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, პანკისში „ხადორი-3“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივების პროტესტის გამო შსს-მ ხეობაში საპოლიციო ძალები შეიყვანა. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მის უწყებას ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა. მინისტრის განმარტებით, პოლიცია პანკისში მართლწესრიგის დასაცავად შევიდა.

ამ დროისთვის “ხადორი-3” ჰესის მშენებლობა შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაშიბევრი კითხვა დაისმება უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარი სახლის, საკუთარი საძინებლის, საკუთარ ლოგინში დახვრეტის თაობაზე – მელია
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სამართალს ეძებს და ჯერ ვერ იპოვა