ყველაფერი, რაზეც ინტერესი იყო, გავყიდეთ

QUMSISHVILIეკონომიკის მინისტრი ახალი ხელისუფლების მიერ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს და კრიზისზე განცხადებებს არ ეთანხმება.„რა კრიზისია სახეზე,“ – ასე უპასუხა მინისტრმა გადაცემა არჩევანში დასმულ კითხვას და ჟურნალისტებს სწორი განსაზღვრებების გაკეთება ურჩია.
მინისტრი ქუმსიშვილი წარმატებულ პრივატიზაციასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ გასულ წელს ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 290 მილიონი ლარი შევიდა.

„ყველაფერი, რაზეც ინტერესი იყო, გავყიდეთ. ცხადია, რომელზეც საზრიანად იყო მოთხოვნა. ის ობიექტები, რომელიც სახელწიფოსთვის საზიანო არ იყო, ყველაფერი გაყიდულია. მათ შორის ეკონოიკის სამინისტროც, სადაც ახლა მე ვზივარ, გაიყიდა,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის დანაშაულზე საუბარს არ იზიარებს.მინისტრის თქმით, ლარის დევალვაციაში დამნაშავე არც ერთი კონკრეტული უწყება არ არის.

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოში არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურა, რომლის ბრალეულობა არის დღეს არსებული კურსი. არსებობს მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც, ღია ეკონომიკის პირობებში ვალუტის კურსზე ზეგავლენას ვერ მოახდენ,“ – განაცხადა მინისტრმა, რომელმაც ასევე ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად დგამს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი-რეზერვების ინტერვენცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი
შემდეგი სტატიააფხაზეთის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი 15 თებერვლამდე შეწყდა