ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კომიტეტის ფორმატში მოსმენა რომან კაკულიასთვის მიუღებელია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრს დარგობრივი კომიტეტის ფორმატში მოსმენა რომან კაკულიასთვის მიუღებელია. რომან კაკულია განმარტავს, რომ ყოფილი მინისტრის მხრიდან წარსული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მისთვის მიუღებელია.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გიორგი ქობულიასთან და დაინტერესდა, ისაუბრებდა თუ არა საკომიტეტო მოსმენაზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ. კაკულიას თქმით, ყოფილმა მინისტრმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს მისი განვლილი საქმიანობის ანგარიშის წარდგენას გეგმავდა.

გამომდინარე აქედან, რომან კაკულია ამბობს, რომ მისთვის პირადად ყოფილი მინისტრის ანგარიშის მოსმენა მიუღებელია საკომიტეტო ფორმატში. თუმცა, ასევე ამბობს, რომ თუ ქობულიას სურს ანგარიშის წარდგენა, შეუძლია დაესწროს მისი შემცვლელის ნათია თურნავას პარლამენტში გამოსვლას და იქ ისაუბროს თავისი საქმიანობის შესახებ.

„აქ ცოტა ორი თემა ერთმანეთს ასცდა მე მგონი, თავიდან, როდესაც ეს საკითხი დაისვა… საკითხი იყო, რომ ბატონი ქობულია აპირებს რაღაც დამატებითი სიცხადე შეიტანოს მისი გათავისუფლების საკითხში, ეს იყო მთავარი თემა და ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ მას აქვს რაიმე სათქმელი ისეთი, რაც არ უთქვამს და აპირებს, რომ მომავალში თქვას, კი ბატონო რატომაც არა, თქვას აქ. მერე როდესაც პირადად ვესაუბრე, მან უკვე ეს საკითხი გადმოიტანა მისი საქმიანობის შეფასებაზე, რაც პრინციპში სხვა საკითხია აბსოლუტურად,”-აცხადებ კაკულია

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკის ყოფილი მინისტრს პარლამენტში არასაკომიტეტო, ღია ფორმატის ფარგლებში მისვლა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ მას ვთავაზობთ ღია ფორმატის შეხვედრას,“ -კობერიძე ქობულიას პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს
შემდეგი სტატიარუსთავში 15 მოსწავლე საკვებით მოიწამლა