ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია არ აკონკრეტებს, უცხო სხეულს ვინ უწოდებდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია არ აკონკრეტებს, უცხო სხეულს ვინ უწოდებდა. გიორგი ქობულია აღნიშნავს, რომ მას უცხო სხეულს ზედმეტად პრინციპულობის გამო უწოდებდნენ. ამასთან, გიორგი ქობულიამ თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პოსტიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიღებული იყო პრემიერ-მინისტრის მიერ პარტიის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შედეგად.

„ბიძინა ივანიშვილთანაც მქონდა საუბარი. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მიმაჩნია, რომ ქვეყნისა და საქმისთვის პოზიტიური შედეგი ექნება. არც ჩემთვის. იმისთვის ვიბრძვი, რაც ქვეყნისთვის საკეთილდღეოა და საქმეს წაადგება”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მმართველ გუნდში დისკუსიის დროს მას უწოდეს უცხო სხეული

banner
წინა სტატიაშირაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, ძალიან ცუდია, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს
შემდეგი სტატიაბიზნესომბუდსმენმა დაზარალებულ ქართულ კომპანიას დახმარებაზე უარი უთხრა