ეკონომიკის ექსპერტი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ – კარგი იქნება თუ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება, ღიაობის ხარისხი იყო მაღალი

დღეს, პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის დასასრულს PMC კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ეკონომიკის ექსპერტი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ – კარგი იქნება თუ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება, ღიაობის ხარისხი იყო მაღალი
მა იმ მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვა ხაზი, რომელიც შეხვედრისას აღინიშნა.

„ძალიან მისასალმებელია, რომ შედგა ეკონომიკის სპეციალისტების და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ თემაზე ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე 2020 წლისთვის. ჩემი პირადად კითხები იყო დაკავშირებული ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საინტერესო, ასევე მონიტორინგის შეფასების სისტემებზე, თუ როგორ მოხდება პროცესში სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირება რამდენად დაეფუძნება ის პროცესის შეფასებას და მისი მსვლელობის ეფექტიანობის ხარისხის შეფასებას. მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან ხისტი პოზიცია აქვს პრემიერ-მინისტრს და როგორც ჩანს მთავრობას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შეკავება უნდა იყოს ძალიან ეფექტიანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ განათლებაში გარდა ხელფასების მატებისა და ინფრასტრუქტურის განახლებისა, იგეგმება სხვა ტიპის აუცილებელი რეფორმები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს განათლების სიტემის ხარისხის გაუმჯობესებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პროცესში და პროცესის შემდეგ თითოეული თუ არა უმრავლესობა მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამები შეფასდება, მონიტორინგის და შეფასების საფუძველზე მოხდება მათი მოდიფიცირება. კარგი იქნება თუ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება, ღიაობის ხარისხი იყო მაღალი. თუ ეს შეხვედრები ხშირად ჩატარდება დიდი სურვილი მექნება მასში მონაწილეობის,“- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

banner
წინა სტატიაშიეკონომისტი ანდრია გვიდიანი – “2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტი”
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა ჩვენი ეკონომიკისა და ადგილობრივების დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია