ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის პრობლემაა

gociridze

gociridzeნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, ლარის გაუფასურებას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის გაცემულ არასწორ სიგნალებს უკავშირებს და ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აკრიტიკებს.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლების არაკომპეტენტურობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლარის მოულოდნელი გაუფასურებისა.

„ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის პრობლემაა. ასეთ ვითარებაში მუდამ არის მოსალოდნელი ისეთი რყევები, რაც დღეს გვაქვს. იყო განცხადებები ლარის 1,8-ზე ჩამოსვლასტან დაკავშირებით და დავინახეთ, რომ არაფრისგან მივიღეთ ლარის დაცემა. ეს მთავრობის არაკომპეტენტურობიდან გამომდინარეობს, რომელთაც არა მხოლოდ არ შეუძლიათ სწორი პროგნოზის გაკეთება, არამედ ცრუ მოლოდინებს უჩენს მოსახლეობას,“ – განაცხადა რომან გოცირიძე, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურებაზე გარკვეული ზემოქმედება ეროვნული ბანკის არასწორმა ქმედებებმაც მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და უნდა ვიქციოთ პირი პოზიტივისკენ
შემდეგი სტატიაპეტიციას განმეორებითი რეფერენდუმის შესახებ ორ მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი