ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება – დავით ნარმანია

თბილისის ერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია იგეგმება.

ნარმანია საკრებულოში მოხსენებით გამოდის, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, დედაქალაქში განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ საუბრობს.

მერის ინფორმაციით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის სამსახურად გარდაიქმნება და მასში რამდენიმე განყოფილება შევა. ასევე, სამომავლოდ, გაიზრდება აღნიშნული სამსახურის ბიუჯეტი, რომელიც გამწვანების ღონისძიებისკენ იქნება მიმართული.

დავით ნარმანიას თქმით, მერიამ მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი – გარემოსდაცვითი სტრატეგია, რომელიც ქალაქის ისტორიაში არ ყოფილა.

“მასობრივი გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, 560 ათასი ხე დაირგო. შემოდგომაზე, დედაქალაქის სხავადასხვა ტერიტორიაზე, 79 ათასი ხე დაირგვება. ხდება ხმობადი და დაავადებული ხეების ჩანაცვლება, რათა დაავადებულმა ხეებმა ზიანი არ გამოიწვიოს. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ მოხდეს ქალაქში ხეების მოჭრასთან დაკავშირებული საკითხების გამკაცრება”,- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა რიოს ოლიმპიადის პრიზიორებს ღირსების ორდენები გადასცა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა იტალიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა