ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი გადადგომას არ აპირებს

nino_sulkhanishviliეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი გადადგომას არ აპირებს. დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მოჭრილი ხეების გამო უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ნინო სულხანიშვილის გადადგომაა. მისი თქმით, ის თანამდებობის დატოვებაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა მიაჩნია, რომ ჯერ გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს

“არანაირი პრობლემა არ არის ჩემი გადადგმა, რა თქმა უნდა, შემიძლია დღესვე გადავდგე. უბრალოდ, კანონის შესაბამისად, გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსი გადადგომაზე იღებს მერი. ამ შემთხვევაში, ჩემს სამსახურს, რომელიც ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ესაჭიროება სიმართლის გარკვევა და ამიტომ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაველოდოთ პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების მოკვლევის შედეგებს,” – აცხადებს ნინო სულხანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ერქვანია გაგრის ტრაგედიის დეტალებს იხსენებს და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ბათუმში