გრიგოლ ბერბიჭაშვილსა და იობ აქიაშვილს, როგორც ადამიანებს, თუ იოტისოდენა ნამუსი მაინც შერჩენიათ, სასწრაფოდ საკუთარი კანდიდატურები უნდა მოხსნან მეუფე ისაიას სასარგებლოდ და უარი თქვან წაგებულ ბრძოლაში მონაწილეობაზე!
ზოგადსაეკლესიო საჭიროებისათვის ყველაზე ღირსეული და სწორი ნაბიჯი ეს იქნება!
დიახ, ყოველგვარი პათეტიკისა და მიკიბულ-მოკიბული სენტენციების გარეშე, ახლა ეს არის მორალური ბარომეტრი: აყვებიან კვლავ პირად ამბიციებს, თუ იმოქმედებენ კოალიციური ერთობით, სილას გააწნიან ნარიშკინის გეოპოლიტიკურ ამოცანას და ანტიშიო იდეის ირგვლივ ერთიანობით დაასრულებენ მოსკოვის ბოგინს საქართველოს ეკლესიაში!
სწორედ ეს იქნებოდა ამ მომენტისთვის ისტორიული და საკვანძო გარღვევა, რაც ამ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ეკლესიისთვის გადარჩენის გარკვეული შანსია!
თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ პასუხისმგებლობა მათზეა და მერე არავინ გაბედოს ამ ყეყეჩი მღვდელმთავრების დადებით კონტექსტში ხსენება და მათ უპირატესობაზე საუბარი კრემლის მარიონეტ შიოსთან შედარებისას!
P.S. ვნახოთ რას იზამენ გრიგოლი და იობი. იმოქმედებენ სინდისიერად თუ ლეგიტიმაციას გაუფორმებენ რუსოფილ შიოს…-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.














