27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ეკლესიის ისტორიის მკვლევარი ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას გამოეხმაურა

საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი შოთა მათითაშვილი ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას გამოეხმაურა და აღნშნა, რომ მისი აზრით, ის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი იქნება.

მისი თქმით, რუსული იდეოლოგიური გავლენა საქართველოს ეკლესიაში, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გამძაფრდა, უცვლელი დარჩება.

,,ჩემი ღრმა რწმენით, რატომღაც ადამიანები ამ ბოლო დროს შიო მესამეს გაპატრიარქებასთან დაკავშირებით ძალიან იმედიანად არიან, ვერ გავიზიარებ მათ იმედს იმიტომ, რომ ჩემი აზრით, არსებითად არაფერი შეიცვლება და კი, ზუსტად ის იქნება პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი, იმ პოლიტიკური გავლენის გამტარებელი, რა გავლენითაც მოვიდა და გახდა პატრიარქი.

მე ვიცი ერთი რაღაც, რომ გაბატონებული რუსული გავლენა, იდეოლოგიური გავლენა, რაც არსებობს საქართველოს ეკლესიაში, მე ისტორიკოსი ვარ და შორს რომ წავიდეთ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან და უფრო გამძაფრდა 1927 წლიდან და კიდევ უფრო გამძაფრდა ბოლო წლების განმავლობაში, აი ეს იდეოლოგიური გავლენა დარჩება უცვლელი და არსებითად არაფერი არ შეიცვლება,” – თქვა შოთა მათითაშვილმა.

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, რათა ირანის წინააღმდეგ შემდგომი ნაბიჯები განიხილოს
შემდეგი სტატია„სტრატეგია აღმაშენებელი“: ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას