ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის გამორჩევის შემდეგ, საპატრიარქოსა და წმინდა სინოდში აბსოლუტური ერთსულოვნება და ძმობა სუფევს. მღვდელმთავარმა მკაცრად გააფრთხილა ყველა ძალა, ვინც შიდა საეკლესიო დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს.
„რაც შეეხება საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს — ეკლესიაში ერთობაა. რაღაც-რაღაცებით ამ ერთობის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ვინც ეცდება, ცუდს მიიღებს. ძმები ვართ ჩვენ, მით უმეტეს, ერთი ადამიანის [ილია მეორის] ნაკურთხები ვიყავით. ქრისტე სხვას არაფერს გვასწავლის“, — განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.

















