ეკლესიას უფრო მეტი თავგანწირულობა შეეძლო, გამოეჩინა 1990-იან წლებში

„ისტორიამ შეაფასოს“ – ასე პასუხობს მეუფე პეტრე კითხვას, არის თუ არა ილია მეორე ეკლესიის წარმატებული ხელმძღვანელი.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ ეკლესიას უფრო მეტი თავგანწირულობა შეეძლო, გამოეჩინა 1990-იან წლებში.

„ეკლესიას, მე ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისმგებლობა აქვს და მეტი შეიძლებოდა, 1990-იანის მოვლენებიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც უკანონოდ კანონიერი ხელისუფლება იარაღის მეშვეობით იქნა დამხობილი. ასევე შეეძლო ეკლესიას, მეტი თავგანწირულობა გამოეხატა,“ – ამბობს მეუფე პეტრე.

მისი თქმით, ეკლესია რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, სახელმწიფოებრიობა უფრო ჯანსაღი იქნებოდა დღეს.

მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ მის შეხედულებებს, თუნდაც საეკლესიო სასამართლოს აღდგენას, მომხრეები ჰყავს.

„ის, რომ ეკლესიაში უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო, ის, რომ ეკლესიაში გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს და გაჯანსაღებული ეკლესია უნდა გახდეს ფუნდამენტი, საძირკველი ჩვენი ახალი საქართველოს აღმშენებლობის, ეროვნული და სახელმწიფოებრივი სახელმწიფოს შექმნისა, რომელიც დღემდე ვერ შევქმენით, რა თქმა უნდა, ამ აზრს ყოველთვის ჰყავს მხარდამჭერთა უმრავლესობა,“ – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

https://youtu.be/oOUgYv8SufU

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანის მტკიცე უარი და ზუგდიდის ყოფილი მერის ბრძოლა მერობის სავარძლისთვის
შემდეგი სტატიაპრეზიდენტო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს