27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“ეკლესიამ გულწრფელად უნდა ისაუბროს ამ მძიმე დღეზე”- პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია 17 მაისის მოვლენებს ეხმაურება

“ვერცერთი ხმამაღალი სიტყვა, ვერცერთი იერარქი, ვერც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად გამოსული ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას. ვერ შევდგებით ღირსეულ საზოგადოებად მსგავსი ცალსახა ძალადობის მიჩქმალვით. პირველ რიგში, ეკლესიამ უნდა ისაუბროს გულწრფელად ამ მძიმე დღეზე და ახსნას თუ როგორ შეიძლება, ქრისტიანობით გაამართლო განსხვავებულობის გამო ადამიანების ცემა და რატომ აღმოჩნდნენ ამ ძალადობის ორგანიზატორები სასულიერო პირები?!

სწორედ მსგავს თემებზე გულწრფელი საუბარი იქნება ჯანსაღი და მყარი საფუძველი საზოგადოების გამთლიანების და ამ პროცესში ეკლესიის როლის გამოკვეთისა.

ვერავის დავუთმობ ქრისტიანობას, როგორც რწმენას და როგორც მსოფლმხედველობას, რომლის საფუძველსაც სიყვარული, საკუთარ თავზე ამაღლება, სიკეთის თესვა და მომავლის რწმენა წარმოადგენს.

უმძიმესი იყო დღეს იმის ყურება, თუ როგორ უწევდათ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ამდენი სასულიერო პირისა და ადამიანის ყურადღებისთვის ბრძოლა.

რუთავის ქალთა ციხე

17/05/2026″ _  წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაზე ბანერი გაშალეს წარწერით – “ოჯახი ჩვენი ფუძეა, ბავშვები – ჩვენი მომავალი! ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე”.

banner
წინა სტატიაში“როგორც ელიამ ელისეს, ილია II-მ თავისი საპატრიარქო მანტია და კვერთხი თქვენ გიბოძათ” -მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი შიო III-ს
შემდეგი სტატია“ილია II ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა, თქვენც უნდა აღაშენოთ მტკიცე კავშირები ხალხთან”- მსოფლიო საპატრიარქოს გზავნილი შიო III-ს