“ეკლესია “ოცნების” დანამატი გახადეთ, ხალხი მიატოვეთ, ვინც კი მთავრობის უსამართლობაზე ხმა ამოიღო სატანისტებად შერაცხეთ” – მამა დოროთე დეკანოზ, ალექსანდრე გალდავას პასუხობს

“ეკლესია ოცნების დანამატი გახადეთ, ხალხი მიატოვეთ, ვინც კი მთავრობის უსამართლობაზე ხმა ამოიღო სატანისტებად შერაცხეთ”, – ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დეკანოზ ალექსანდრე გალდავას სიტყვებს, რომლის მიხედვითაც დეკანოზები არქიმანდრიტებზე უკეთ აკეთებენ საეკლესიო საქმეს.

როგორც არქიმანდრიტი ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მათ რამე კარგად რომ გაგეკეთებინათ არაფერს იტყოდა, მაგრამ დეკანოზებმა ეკლესია დაღუპეს.

“დეკანოზ ალექსანდრე გალდავა ამბობს, ბერმა დოროთემ უნდა იცოდეს, საეკლესიო საქმეებს სხვები, ანუ ჩვენ დეკანოზები, მიქაელ ბოტკოველი, ანდრია ჯაღმაიძე და ალექსანდრე გალდავა მასზე უკეთ გავაკეთებთო და თვითონ ჩუმად უნდა იყოსო. თქვენ , დეკანოზებს რამე კარგად რომ გაგეკეთებინათ ნამდვილად ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ დაღუპეთ ეკლესია, ეკლესია ოცნების დანამატი გახადეთ, ხალხი მიატოვეთ, ვინც კი მთავრობის უსამართლობაზე ხმა ამოიღო სატანისტებად შერაცხეთ,დასისხლიანებული და უსამართლოდ ციხეში ჩაყრილი გოგო ბიჭები არ დაიცავით და მოძალადეები ეძახეთ, ქართული მიწაწყლის გაყიდვაზე დუმხართ, ქვეყანამ კურსი შეცვალა და მოსკოვისკენ მიემართება და გიხარიათ. რომელი ერთი გააკეთეთ თქვენ კარგად ? მე დღესაც დუმილს ავირჩევდი და ისევ დავუბრუნდებოდი წმინდა წერილის გარჩევას, რომელსაც ამ მოვლენებამდე დიდი გულმოდგინებით ვაკეთებდი ჩემს ბერებთან და ჯგუფთან ერთად. თქვენ,ბატონებო დაუბრუნდით მართალ გზას, ეკლესია დააყენეთ ქრისტეს გზაზე, ქვეყანა ევრო ინტეგრაციის გზაზე, საითკენაც ოდითგანვე მივდიოდით, ხალხს დაუბრუნეთ ეკლესია და სახელმწიფო და გპირდებით, რომ საერთოდ ვერ მნახავთ და ჩემს ხმასაც ვერ გაიგებთ”- წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

banner
წინა სტატიაში„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს” – მოსამართლე, ნატო ხუჯაძე
შემდეგი სტატიათევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა