“ეკლესია დუმს, ეს დიდი ბოროტებაა” – არქიმანდრიტი დოროთე BBC-ის დოკუმენტურ ფილმზე

ეკლესია დღეს დუმს სამწუხაროდ და ეს დუმილი მათთვის არის დიდი ბოროტება, – ასე ეხმაურება არქიმანდირტი დოროთე ყურაშვილი BBC-ის გამოძიებას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენა.

არქიმანდრიტი ამბობს, რომ “სასულიერო პირებს მღვდლობაც უნდა შეუჩერდეთ და ამბიონიც უნდა წაერთვათ, რადგან მას მაინც არაფერში იყენბენ.“

სასულიერო პირების როლი, იმ წუთებშივე უნდა გამოხატულიყო, როდესაც ეს ხდებოდა, სანამ ჩვენ ევროპა გვეტყვის, რომ ჩვენი მთვრობა გვკლავს, გვხოცავს და გვწამლავს, მანამდე ჩვენ თვითონ უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი. ევროპა ამიტომ არ უნდათ, რომ ისინი სიმართლეს ამბობენ, კიდევ ბევრი რამე გამოჩნდება, რა უბედურებასაც ეს მთავრობა აკეთებს, მათთვის არის მღვდლობა შესაჩერებელი და ამბიონიც წასართმევი, მაგრამ მაინც არაფერში იყნებენ მაგ ამბიონს და არაფერს ამბობენ, არც ქრისტეზე და არც ამ მთავრობის ბოროტებაზ. ამიტომ, ეკლესია დღეს დუმს სამწუხაროდ და ეს დუმილი მათთვის არის დიდი ბოროტება, – განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“BBC-ზე „ფეიკის“ უარგუმენტო ძახილი ადასტურებს, რომ მატყუარა მოძალადე ხარ – ფაქტები გამოაქვეყნეთ!” – თინა ხიდაშელი “ქართულ ოცნებას”
შემდეგი სტატია“ოცნება” BBC-ის წინააღმდეგ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს