“ეკლესია არასოდეს უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, არამედ ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს”-ეპისკოპოსი საბა ინწკირველი

“ეკლესია არასოდეს უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, არამედ ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს. ძალაუფლებაში მყოფი ადამიანების მხარეს ყოფნა არ არის ეკლესიის მოწოდება, არამედ ეკლესიის მოწოდება არის ის, რომ დაიცვას ყოველთვის ის, ვისაც ძალაუფლება არა აქვს. და მე ყოველთვის შევეცდები, რომ ვიყო ყოველთვის, კარგი გაგებით, ხელისუფლების ოპოზიცია და ყოველთვის ვთქვა სათქმელი, როდესაც ისინი თავის ძალაუფლებასა და ძალას გადააჭარბებენ და დავინახავ, რომ ისინი ხალხის მხარეს არ დგანან. ბევრი მინახავს, რომ კარგად მყოფობაში როცა არის, ფული რომ აქვს, სიმდიდრე რომ აქვს, ხალხი ეხვევა გარს, მაგრამ როგორც კი დაკარგავს სიმდიდრესა და ფულს, მინახავს, რომ მეგობრები აღარ მცნობენო, როცა გაჭირვება აქვს. ყველაფერი დაგვაკარგვინეს – სპორტსმენები და ხელოვანები, რომლებიც ჩვენთვის ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელი ხალხია…. გახადეს მხარე”,-განაცხადა ჩრდ.ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა ქადაგების დროს.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინიაციები აინთო
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა