ეკიპაჟი “თეთრი ანგელოზი” – ცეცხლქვეშ მყოფი სამხედრო ექიმების მიერ დაჭრილი მოქალაქეების გადარჩენის უნიკალური კადრები

ეკიპაჟი, რომელსაც უკრაინელმა მოქალაქეებმა “თედთრი ანგელოზები” შეარქვეს (სამხედრო ექიმთა ჯგუფი, რომლებსაც ფორმაზე თეთრი ხალათები აქვთ შემოცმული) დაჭრილთა გადარჩენის კადრებს ავრცელებს.

გადარჩენის პროცესს ცეცხლის ქვეშ მოხვედრილი ექიმები თავად იღებენ. ამჯერად მათ სოფერ ტროინოეში ოთხი ადამიანი გადაარჩინეს – ეს სოფელი ოკუპანტებმა დაბომბეს.

სამწუხაროდ, ერთი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის რუსულმა ჭურვმა მისსავე ბოსტანში მუშაობის დროს შეიწირა.

საერთო ჯამში, “თეთრი ანგელოზების” ანგარიშზე ასეულობით გადარჩენილი მოქალაქეა და ისინი მუდამ შედიან იქ, სადაც მედიკოსთა სხვა ჯგუფისთვის შესვლა წარმოუდგენელია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელები ბავშვი-პერსონაჟების სტილში გამოსახეს – ყველას იცნობთ?
შემდეგი სტატიადნეპრის შენაკადში უკრაინელებმა ნავებით მცურავი 11 ოკუპანტი მოკლეს