“ეხო მოსკვის” წამყვანზე თავდამსხმელი წარმოშობით აფხაზეთიდანაა

ბორის გრიცი, რადიო “ეხო მოსკვის” წამყვანზე თავდამსხმელი , დიდი ხანია, რაც უმუშევარია. იგი აპირებდა ისრაელზე საჩივრის შეტანას, ხოლო როგორც დაკავების შემდეგ თავად განუცხადა პოლიციას, მის მსხვერპლთან – ტატიანა ფელგენგაუერთან მხოლოდ “ტელეპათური კავშირი” ჰქონდა.
მისი მეგობრები აპირებენ დაიცვან სასამართლოში ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის ჟურნალისტს უთხრა ბორის გრიცის თანაკურსელმა ანა მაქსიმოვამ.
23 ოქტომბერს დილით, 48 წლის ბორის გრიცი შეიჭრა რადიო “ეხო მოსკვის” რედაქციაში, მოძებნა წამყვანი და მთავარი რედაქტორის მოადგილე ტატიანა ფელგენგაუერი და მიაყენა მას ჭრილობები კისრის არეში.
როგორც განაცხადა “ეხო მოსკვის” მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა, დამნაშავეს ხელში ეჭირა რადიოსადგურის გეგმა.
ფელგენგაუერი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად იგი ხელოვნურ კომაში იმყოფება.
თავდასხმიდან რამდენიმე საათში პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო დამნაშავის ჩვენებით. მან წარადგინა საკუთარი თავი და აღნიშნა, რომ ტატიანა ფელგენგაუერთან მხოლოდ “ტელეპათური კავშირი” ჰქონდა.
ბორის გრიცი სწავლობდა მოსკოვის ლენინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტზე.
“იგი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა უკან აფხაზეთში, მაგრამ მალევე ომს გამოექცა და ისევ მოსკოვში ჩამოვიდა”, – მოუყვა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის ჟურნალისტს დამნაშავის ყოფილმა თანაკურსელმა ანა მაქსიმოვამ.
“ჩვენს კურსზე ბორისი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი სტუდენტი იყო. 90-იან წლებში რუსეთში ფიზიკოსებზე არ იყო მოთხოვნა და იგი ისრაელში გაემგზავრა”, – აღნიშნა მაქსიმოვამ. მისი თქმით, ბოლო დროს, ბორისის საქმე ისრაელშიც ცუდათ წავიდა, მან ვერ იპოვა სამსახური და სექტემბრის ბოლოს ისევ მოსკოვში ჩამოფრინდა.
ბორის გრიცს ბევრი რამ აწუხებდა. სოციალურ ქსელში შეიძლება მისი ონლაინ-დღიურის ნახვაც სახელწოდებით “Boris Grits”. ამა წლის აპრილში ბლოგის ავტორი წერდა, რომ აპირებდა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას მისი შრომითი უფლებების დაღვევის გამო. იგი, ასევე, წერდა, რომ ორჯერ დარეკა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, მაგრამ მის ზარებს არ უპასუხეს. გრიცმა გამოთქვა ეჭვი, რომ ისრაელის სპეცსამსახურები ბლოკავდნენ მის წვდომას საერთაშორისო სტრუქტურებთან.
ბოლო ნახევარი წელი მას “არ ასვენებდა” ტატიანა ფელგენგაუერის პიროვნება. ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში მან დაწერა, რომ “ეხო მოსკვის” ჟურნალისტს ჰქონდა წვდომა მის პირად მონაცემებზე. 2017 წლის სექტემბერში კი იგი ჩიოდა, რომ ფელგენგაუერი “ტელეპათურად” ადევნებს მას თვალს.
“ბოლო ორი დღე მან დაიწყო ზემოქმედება ჩემს გულზე, სუნთქვაზე, უფრო ზუსტად მის შეჩერებაზე,იგი დიდი ხანია ექსპერიმენტებს ატარებს. გუშინ დილით საშინელი ტკივილისგან გამეღვიძა, დღეს კი გულში სიცივის შეგრძნება მქონდა”, – აცხადებს ბორის გრიცი.
დაკავების შემდეგ მან გაიმეორა პოლიციის კამერის წინ ადრე გამოთქმულო მოსაზრებები.

banner
წინა სტატიაში(Video)”დიდი ქურდული ოჯახის შვილი ვარ, მან ქურდებს მიმართა და მე ფულის ამოღება დამავალეს” – ვინ დააკავეს ვარკეთილში
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეა საშიშ ქიმიურ იარაღს ამზადებს