,,ეხო მოსკვის,, ცნობილი ჟურნალისტი კრემლის ჯაშუში აღმოჩნდა…

venediktov-riabcova-2რუსული მედიის ცნობით, ყველაზე პოპულარული რუსული ოპოზიციური რადიოს ,,ეხო მოსკვის,, ჟურნალისტი, მთავარი რედაქტორის თანაშემწე – ლესია რიაბცოვა კრემლის ჯაშუში აღმოჩნდა…

კრემლის მეგობარი ჟურნალისტის კონსტანტინ რიკოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მან რიაბცოვა 2011 წლის მოსკოვის მღელვარებების დროს მიტინგზე გაიცნო და ის მას შემდეგ ,,ეხო მოსკვიში,, ჩანერგვასა და იქ ,,გმირობების ჩადენას,, სთავაზობდა…

,,მთელი წელი ვცდილობდით მის ჩანერგვას რადიო ,,ეხო მოსკვიში,, სადაც სექტანტური, ჩაკეტილი გარემოა… არანაირად არ გამოდიოდა… მაგრამ ამის მერე მოხდა სასწაული… ვენედიქტოვმა გამოაცხადა ახალგაზრდა სტაჟორების აყვანის შესახებ… გასაუბრების შემდეგ ლესიამ ვენედიქტოვს თვალი არაორაზროვნად ჩაუკრა… ეს ძველი გარყვნილი კი – უცებ დადნა… ერთ კვირაში კი – რიაბცოვა მისი თანაშემწე იყო,, აცხადებს რიკოვი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ რიაბცოვას ჰქონდა წვდომა ამ მედიასაშუალების სერვერზე და მან ბევრი  დოკუმენტი, მიმოწერა, სატელეფონო თუ კერძო საუბარი გამოიტანა ,,ეხო მოსკვიდა,,

riabcova-2რიკოვისვე განცხადებით, მომავალ შაბათს, ტელეარხ НТВ-ზე გავა მისი გადაცემა ,,ახალი რუსული სენსაციები,, ( Новые русские сенсации), სადაც ლესია რიაბცოვა მოყვება ისეთ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც ,,ეხო მოსკვის,, თანამშრომელთა მიმართ ბევრი საქმე აღიძრება, მათ შორის სამშობლოს ღალატის მუხლითაც

აღსანიშნავია, რომ რიკოვის განცხადებამდე 3 დღით ადრე, 7 დეკემბერს, ლესია რიაბცოვა დაეთხოვა ,,ეხო მოსკვის,, სამსახურიდან, საკუთარი განცხადებით, საკუთარი მედიასაშუალების შექმნისა მოტივით.

ლესია რიაბცოვა ,,ეხო მოსკვიში,, მოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა რამდენიმე სკანდალითაც, რომელთა შორის იყო: მის გამო ცნობილი ჟურნალისტების წასვლა რადიოდან,  რადიოს რედაქციისთვის შექმნილი ხმაურიანი ქცევის კოდექსი და თამამი ფოტოსესიები.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიქსენია სობჩაკმა პუტინის მიმართვის პაროდია შეასრულა… (VIDEO)
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი დააკავეს