“ეხო მასკვის” რედაქტორს კადიროვის ძაღლით დაემუქრნენ

"ეხო მასკვის" რედაქტორს კადიროვის ძაღლით დაემუქრნენრადიოსადგური “ეხო მასკვის” მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატის მაგომედ დაუდოვის მუქარას, რომელიც ოპოზიციონერი ჟურნალისტების მიერ გააჟღერა, უპასუხა.
ვენედიქტოვის თქმით, დაუდოვის რეაქცია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის საქმის ირგვლივ დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია, რომელიც ვენედიქტოვმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს კონფერენციაზე დაუსვა. “ეტყობა, მტკივნეულ ადგილზე დავაბიჯე” – თქვა ვენედიქტოვმა.

“ჩვენ “შაიტანები” არა ვართ. ეს არის რადიოსადგური, რომელსაც ინტერვიუს აძლევენ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი” – განაცხადა რედაქტორმა და პირობა დადო, რომ “ეხო მასკვი” ჩეჩნეთის მთავრობასთან და გამოძიებასთან დაკავშირებით გააგრძელებს არსებული შეკითხვების დასმას, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად ეკიდება რამზან კადიროვის მუქარას.

გუშინ დაუდოვი რუსულ ოპოზიციას დაემუქრა, რომ ის მათ რამზან კადიროვის კავკასიურ ნაგაზს, სახელად ტარზანს, მიუქსევს. მან Instagram-ში ჩეჩნეთის პრეზიდენტის და ტარზანის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ძაღლს “საშინლად არ უყვარს უცხოური ტიპები” და “რომ არა დემოკრატია, დიდი ხნის წინ გაუსწორდებოდა მტრებს”.
12 იანვარს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ პუტინის ოპოზიცია განხილული უნდა იყოს როგორც “ხალხის მტრები” და ისე უნდა მოექცნენ, როგორც “ქვეყნის გამყიდველებს”.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურამ (გიგა) ზესაშვილი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიასაქმე არ არის გამოძიებული, დასკვნები არ დადებულა და ბიძინა კუჭავა გამოჰყავთ მანიაკალურ პიროვნებად