თავდასხმა მოსკოვში – ”ეხო მასკვის” რედაქციაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და გადაცემის წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი ყელის არეში დაჭრა. თავდამსხმელი დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს.
დაჭრილი ჟურნალისტი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმას წამყვანის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირებენ და მოტივად პირადი კონფლიქტი სახელდება.