ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, თეა წულუკიანის განცხადებას ეხამურება, სადაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რომ არა, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს პირწმინდად ექნებოდა წაგებული.
კაპანაძის თქმით, ქალბატონი წულუკიანის ამგვარი განცხადება ისეთ საკითხზე, რომელზეც ყველა უნდა შეეცადოს, რომ პოზიტიური კომენტარი დააფიქსიროს, გასაკვირი არ არის.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა როგორც წინა ხელისუფლებამ, ისე ამჟამინდელმა, ხოლო ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ ეს გამარჯვება მიისაკუთრონ, მინიმუმ ვერ ხვდებიან თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ეს გადაწყვეტილება როგორც ქვეყნის გასაერთიანებლად, ისე საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ.“ – განაცხადა კაპანაძემ.
„გასაკვირი არ არის ქალბატონი წულუკიანის მორიგი ბოღმა განცხადება ისეთ საკითხზე, რომელიც პირიქით ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელზეც ყველა უნდა შევეცადოთ, რომ პოზიტიური კომენტარი დავაფიქსიროთ და რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ეხლა იმის გარკვევა, ვისი დამსახურება უფრო მეტად იყო და ამის მიწერა თავის თავზე, არის უბრალოდ იაფი პოლიტიკანის საქციელი, რაც ყველაზე კარგი დახასიათებაა, რომელიც ქალბატონ წულუკიანს შეიძლება მივცეთ.
კიდევ ერთხელ, ეს საქმე თავის დროზე იქნა შეტანილი წინა ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად ლომის წვლილი იქნა შეტანილი წინა ხელისუფლების მიერ, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს იყო მხოლოდ წინა ხელისუფლების დამსახურება. ყველა ამ ადამიანის დამსახურებაა და ყველას მადლობა ეკუთვნის, რომელმაც თავისი აგური დადო ამ დიდ გამარჯვებაზე. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მარტო თვითონ მიისაკუთრონ, როგორც მინიმუმ ვერ ხვდებიან რამდენამდ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება და როგორ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ქვეყნის გასაერთიანებლად, ისე საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ,“ – განაცხადა კაპანაძემ.