ეკატერინე ტიკარაძე : ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი დაიდგა რუხის საავადმყოფოში, დამონტაჟება იგეგმება ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც

admin
ავტ.: admin ნოემბერი 30, 2020 13:21

ეკატერინე ტიკარაძე : ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი დაიდგა რუხის საავადმყოფოში, დამონტაჟება იგეგმება ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც

საქართველოში ჟანგბადების პრობლემა რეალურად გადაჭრილია, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დაიდგა რუხის საავადმყოფოში, იგეგმება მისი დამონტაჟება ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც, – ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოში ჟანგბადების პრობლემა რეალურად გადაჭრილია. იცით, რომ რუხის საავადმყოფოში უკვე დამონტაჟებულია ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი, რაც სრულად უზრუნველყოფს რუხის საავადმყოფოსთვის საჭირო სრულ მოცულობას. შემდეგი დანადგარები იგეგმება, რომ დაიდგას ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში, შემდეგ კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დაიდგმება ასევე ჟანგბადის წარმომქმნელი კონცენტრატორი. ყველა დანარჩენ კონცენტრატორთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. აუცილებლად ექნება ასევე ახალ ინფექციურ საავადმყოფოს თავისი დამოუკიდებელი ჟანგბადით უზრუნველყოფა და განვიხილავთ სხვა საჭირო შესაძლებლობებსაც, თუ რომელ კლინიკას აქვს უფრო მეტი საჭიროება.

ამასთან, დღეის მდგომარეობით, კოვიდ მართვისთვის გამოყოფილი საავადმყოფოები მობილიზებულია, მათ გააჩნიათ რესურსი 8 241 საწოლის მოწოდების, საიდანაც მათ მოწოდებული აქვთ 7 103 საწოლი, აქედან დატვირთული არის 6 138. ტრიაჟში იმყოფება 260 პაციენტი, ჟანგბად დამოკიდებული არის 1 190 პაციენტი, რეანიმაციაში იმყოფება 77 პაციენტი, ხოლო თავისუფალი ადგილი გვაქვს – 564. ამასთან, დღეს თავისუფალია 430 ფილტვის ხელოვნური ვენტილატორი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეის მდგომარეობით, გამოჯანმრთელდა 3937 ადამიანი, რაც, რა თქმა უნდა, არის დადებითი მაჩვენებელი და დღეს გვყავს 37 გარდაცვლილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 30, 2020 13:21

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics