ეკატერინე ტიკარაძე : ვთვლი, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან მაღალი შეგნების მქონენი არიან

ვთვლი, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან მაღალი შეგნების მქონენი არიან და შესაბამისად, მათთან დიალოგის შედეგად, გახსნილობის შედეგად, რომელიც ჩვენ გვაქვს, ისინი გაიაზრებენ, თუ რა რისკის ქვეშ იმყოფება დღეს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და შესაბამის ღონისძიებებს მიმართავენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ხელისუფლება სამხედრო მართვის რეჟიმზე გადასვლაზე არ ფიქრობს, რადგან საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და მოსახლეობას მაღალი სოციალური და მოქალაქეობრიი პასუხისმგებლობა გააჩნია.

„მე ვთვლი, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვამკაცრებთ ზომებს. ჩვენ სამხედრო რეჟიმის მართვას არ ვფიქრობთ, ვინაიდან ვთვლი, რომ საქართველო არის გარკვეულწილად დემოკრატიული სახელმწიფო და გარდა ამისა, ვთვლი, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან მაღალი შეგნების მქონენი არიან და შესაბამისად, მათთან დიალოგის შედეგად, გახსნილობის შედეგად, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ გამჭვირვალობის შედეგად, ისინი გაიაზრებენ, თუ რა რისკის ქვეშ იმყოფება დღეს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და შესაბამის ღონისძიებებს აუცილებლად მიმართავენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, ხელისუფლება სრული კარანტინის გამოცხადების საკითხსაც განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

„რაც შეეხება აპლიკაციას, ეს გარკვეულ წილად იძლევა მეტი კონტროლის საშუალებას ჩვენი მხრიდანაც და სრულ კარანტინსაც, რა თქმა უნდა განვიხილავთ. ამას ვაჟღერებთ კიდეც, რომ საჭიროების შემთხვევაში, სრული კარანტინიც აუცილებლად იქნება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენ არ დაგვჭირდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,“ – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : დრო არ ითმენს, ვიმოქმედოთ პრინციპულად
შემდეგი სტატიაარქიმანდრიტი იოანე ხელაია: ჩემი პატარა ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს,უბრალოდ ვერ გაუძლებს!