ეკატერინე ტიკარაძე : სპორტის სასახლის შენობაში საველე ჰოსპიტლის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება

სპორტის სასახლის შენობაში საველე ჰოსპიტლის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება,- ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას განიხილება თუ არა სამომავლოდ საველე ჰოსპიტლების განთავსება, მათ შორის სპორტის სასახლეში.

„არ განიხილება ეს ინფორმაცია, თუმცა ამის მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ პაციენტების კომფორტიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვიცით, ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებული მიდგომა კომფორტთან მიმართებაში, ამ ინფორმაციას ჩვენ ამ ეტაპზე არ განვიხილავთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30 წლამდე ახალგაზრდაა
შემდეგი სტატიაანტიგენის ტესტებს, რომლებიც პასუხს 15-20 წუთში იძლევა, ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში გამოიყენებენ