ეკატერინე ტიკარაძე : საქართველოში ექიმების დეფიციტი იყო პანდემიამდეც, ამ დეფიციტს ვერც ექვს თვეში და ვერც ერთ წელში ვერ დავძლევთ

საქართველოში ექიმების დეფიციტი იყო პანდემიამდეც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ექიმების დეფიციტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ექიმების დეფიციტს ჯანდაცვის სისტემა ვერც ექვს თვეში და ვერც ერთ წელში ვერ აღმოფხვრის, რადგან მათ მომზადებას რამდენიმე წელი სჭირდება.

„საქართველოში ექიმების დეფიციტი იყო პანდემიამდეც. ამ დეფიციტს ჩვენ ვერც ექვს თვეში და ვერც ერთ წელიწადში ვერ დავძლევთ, ვინაიდან ექიმების მომზადებას ესაჭიროება მრავალი წელი, სულ მცირე 5-დან 12-მდე და ეს გასათვალისწინებელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს რიგებს აკლდებიან გმირი ექიმები. ჩვენ მივმართავთ ყველა ღონისძიებას, რომ როგორც ადგილზე, ისე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ყველანაირი ხელშეწყობა იმისა, რომ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რათა მინიმალურად დაზიანდნენ ექიმები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ყველა პრევენციული ზომის დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება უნდა გახდეს სრულიად მანდატორული
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : პირველად ამ სეზონზე საქართველოში უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც