ეკატერინე ტიკარაძე : საქართველოში დროულად ვიწყებთ პრევენციულ ღონისძიებებს, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

„საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩვენ დროულად ვიწყებთ ყველა პრევენციულ ღონისძიებებს, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები, ვინაიდან მათ ეს ვირუსი არ აღიქვეს შესაბამისად და მათთან გავრცელება გაცილებით მეტია. ჩვენ ვაპირებთ, რომ ადგილზე გავეცნოთ ყველა სიტუაციას და ჯანდაცვის უწყება იქნება პირადად ჩართული ყველა ღონისძიებაში, რომელიც იქნება გატარებული. მათ შორის, რაც შეეხება ასევე დასუფთავების საქმიანობებს, ჩვენ შევისწავლით დეტალურად და ვახორციელებთ მონიტორინგს, ვიძლევით შემდეგ დამატებით რეკომენდაციებს ან მკაცრ გაფრთხილებებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთის მერიაში წყალარინების პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევა რუსეთში