ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხვდება. არსებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაცია იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან მეუფე შიო, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ასევე Unicef-ის წარმომადგენელი.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – „საარჩევნო კოდექსში“ დაამატეს ისეთი ცვლილებები, რაც საერთოდ არ ყოფილა ასახული მიშელის დოკუმენტში
შემდეგი სტატიაუკრაინის შავიზღვისპირა სწავლებას რუსეთმა ყირიმში სამხედრო წვრთნებით უპასუხა