ეკატერინე ტიკარაძე: სამი ახალი შემთხვევა აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება

სამი ახალი შემთხვევა ევროპული ეტიოლოგიის არ არის, ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს აშშ-ში, ეს არის ახალი კლასტერი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ყველა ის პირი, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტში, არის იდენტიფიცირებული და მათზე მიმდინარეობს დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის. ასევე, ჩვენ გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება