ეკატერინე ტიკარაძე – საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები

საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები, თუმცა ვთვლი, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი არის, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

banner
წინა სტატიაშისოფელ დიდ ჭყონში 11-მდე საფლავი გაძარცვეს
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს