ეკატერინე ტიკარაძე-რობოტი „პეპერი“ ელოდება მფლობელს, რომელიც მას გამოიყენებს
სხვა სტატიები
- მამუკა მდინარაძე: პარალელური დათვლისას მცირე ცდომილება იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შედეგებთან
- Edison Research: ვის მისცემდით ხმას მთაწმინდის ოლქში – შავგულიძე 36%, ოდიშარია- 46%
- მამუკა მდინარაძე: „ვცდილობთ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას“
რობოტი „პეპერის “ წარდგენა იყო ანონსი იმასთან დაკვშირებით, თუ როგორი სახის იქნება სამომავლოდ ტელემედიცინა საქართველოში,- ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, შეუდგა თუ არა რობოტი „პეპერი“ მუშაობას.
მისივე თქმით, საუბარი არ იყო იმაზე, რომ „პეპერი“ დღეს და ხვალ დაიწყებდა მუშაობას.
„აქედან გამომდინარე, ის ჯერ ელოდება იმ მფლობელს, რომელიც მას გამოიყენებს სხვა მიზნებისთვის“, – დასძინა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, 18 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე საზოგადოებას წარუდგინეს რობოტი „პეპერი“, რომელიც ქართველ მედიკოსებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება.
ეკატერინე ტიკარაძემ მაშინ განაცხადა, რომ რობოტი ინტენსიური მოვლის განყოფილებებში ასისტენტის სახით გამოიყენება.