ეკატერინე ტიკარაძე – მცირე კლინიკებში პრობლემაა პერსონალის რიცხოვნობა, რაც მათი დახურვის მიზეზი ხდება, თუმცა ამ ეტაპზე ისინი არ დახურულან, იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში

ინფექციის კონტროლის სწორი მართვა ეს არის მხოლოდ COVID-ის გამოწვევა, ეს ისწავლება და ხორციელდება ყველა კლინიკაში და ეს არის გარკვეული ვალდებულება. ყოველისთან დაკავშირებით, ბოლო 6 თვეა მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს რეგულირების სააგენტოს მხრიდან- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სააგენტო დეტალურად შეისწავლა ყველა კლინიკის საშუალებები და მათ არაერთხელ მიეცათ გარკვეული მითითებები, რაც აუცილებლად დაცული უნდა იყოს.

„რაც შეეხენა კლინიკების დახურვას, ამ შემთხვევაში, ჩვენ ძირითადად პრობლემა გვაქვს იმ პერსონალის რიცხოვნობასთან, რომელიც კლინიკებშია დასაქმებული. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს სტრატეგიულ ნუსხაში არიან ის კლინიკები, რომლებსაც აქვთ საშუალება პერსონალის ცირცულაცია სწორად მოახდინონ და არ მოხდეს მათი დაინფიცირება ან პერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში, არ მოხდეს იმ სერვისების მიწოდების დარღვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იკვეთება, რომ პატარა და მცირე ზომის კლინიკების შემთხვევაში პრობლემაა რიცხოვნობა, რაც ხდება შემდომში უკვე მათი დახურვის მიზეზი. თუმცა ამ ეტაპზე ისინი არ არიან დახურულები და უბრალოდ გარკვეულ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: სავარაუდოდ, მაისიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა შესაძლებელი იქნება
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „პლაქვენილის“ 1 000-ზე მეტი კოლოფი უკვე შემოტანილია და დამატებით 3 000 კოლოფს ელოდებიან