ეკატერინე ტიკარაძე : კორონავირუსის სახლში მკურნალობის პრაქტიკა უკვე გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ და ეს არის საკმაოდ ეფექტური

ეტაპობრივად შევძლებთ, რომ გადავიდეთ კორონავირუსის სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც იმის მიხედვით, რამდენად რთულ და გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საქმე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის სახლში მკურნალობის პრაქტიკა უკვე გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ და ეს არის საკმაოდ ეფექტური პრაქტიკა.

„ჩვენ სატესტო რეჟიმში უკვე გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება სათანადოდ საკმაოდ კვალიფიციური დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ეტაპობრივად შევძლებთ, რომ გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც იმის მიხედვით, რამდენად რთულ და გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საქმე. ამის სტატისტიკას ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას“,- განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – კორონავირუსის ორი შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა და ღრმა კვლევა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : მედპერსონალი ინფიცირების რისკის ქვეშაა და ასეთი შემთხვევები კიდევ მოსალოდნელია