ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროს მედპერსონალის სია უნდა მიაწოდოს, რათა მათ გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროს მედპერსონალის სია უნდა მიაწოდოს, რათა მათ გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.

“შეგვეძლება განვსაზღვროთ, პერსონალის რა ნაწილს სჭირდება საშვი იმისთვის, რომ გადაადგილება შეუყოვნებლად მოახდინონ საკუთარი ავტომობილით, ასევე დაიგეგმოს, თუ რა ნაწილია პერსონალის, რომელსაც ესაჭიროება მუნიციპალიტეტის გარკვეული ჩართულობა”, – თქვა ტიკარაძემ ბრიფინგზე.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა კერძო კლინიკებს დაეხმაროს, რათა ისინი ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იყვნენ.

 

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი – პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულთა შეწყალებით, რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდნენ და სასჯელის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდათ, სიცოცხლის უფლება დაარღვია