ეკატერინე ტიკარაძე – კლინიკა „თიმის“ ექიმის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს

ამ ეტაპზე ექიმის დაინფიცირების წყარო ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს. ყველა ის ექიმი, რომელსაც მასთან კავშირი ჰქონდა, საკარანტინო ზონაშია- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტის“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გარკვეული პირები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიმპტომატიკა, არიან გატესტილები, მაგრამ მათი პასუხი არის უარყოფითი. ეს არის მნიშვნელოვანი და კეთილსაიმედო პროგნოზი. აქედან გამომდინარე, დანარჩენი პირები არიან დაკვირვების რეჟიმში. ინტენსიურად მუშაობს ჩვენი ეპიდსამსახური, რათა დეტალურად გამოიძიონ, თუ რა არის ინფიცირების წყარო ექიმის და ასევე დამატებით მოვიძიოთ ყველა ის კონტაქტი, ვისთანაც ექიმი შემხებლობაში იმყოფებოდა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

კლინიკა „თიმის“(თბილისის მედიცინის ინსტიტუტის) ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. საავადმყოფო ორი კვირით დაიხურა. 30-მდე ექიმი კარანტინში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიელჩი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის მიმდინარე კრიზისთან ბრძოლაში
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე: არაფერი არ მუშაობს ქვეყანაში, ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გარდა