ეკატერინე ტიკარაძე კაფეებს, რესტორნებს მოუწოდებს, აქტიურად ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან

ჩვენს მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, დაიცვან სოციალური დისტანცია, ასევე დაიცვან ყველა ის ღონისძიება, რომელიც უკვე კარგად ვიცით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„კაფეებს, რესტორნებს მოვუწოდებ, აქტიურად ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან, განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია ჩვენი გაიდლაინების მიხედვით, ვინაიდან ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. მოსახლოებას მოვუწოდებ, დასვენებისას დაიცვან ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანია ვირუსისგან თავის დასაცავად“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში“მესტიის მსგავსი ლოკაციები თუ რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება”
შემდეგი სტატიაიმნაძის ხუმრობა რუსულ ვაქცინაზე- მაინტერესებს, როგორ ჩადგამს ბილ გეიტსი თავის ჩიპებს