ეკატერინე ტიკარაძე : იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ

იტალიასთან ფრენების შეჩერებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, რადგან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ამით მათ შევუქმნით დამატებით პრობლემებს, მოუწევთ სხვა გზებით დაბრუნება სამშობლოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ფრენების შეჩერების რეკომენდაცია არ გაუცია.

„ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია, თუმცა ავიაკომპანიები თვითონ მიმართავენ ფრენების შეჩერებას, რაც ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურია მათი მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ იტალიასთან ამ ეტაპზე ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და მათ შევუქმნით კიდევ დამატებით პრობლემებს, მოუწევთ გადაადგილება და სხვა გზებით დაბრუნება საქართველოში, რაც ასევე გაართულებს ჩვენში საზღვრის მონიტორინგს, რადგან ამ ეტაპისთვის ჩვენთვის ცნობილია, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც მან განმარტა, სხვა შემთხვევაში პაციენტები გაიფანტებიან სხვადასხვა ავიარეისებზე და ეს გაართულებს ვითარების მართვას.

„სხვა შემთხვევაში, პაციენტების გაფანტვა მოხდება სხვადასხვა რეისებზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც მენეჯმენტს მნიშვნელოვნად გაართულებს, ისედაც მსოფლიოში არსებული კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაჭიროების შემთხევაში არდადაგები გახანგრძლივდება
შემდეგი სტატიასაჩხერის საკარანტინო სივრცეში მყოფმა მოქალაქეებმა კარანტინი დაასრულეს