ეკატერინე ტიკარაძე : ინსტიტუციები, სადაც 50 დან 100 ადამინის შეკრება ხდება, შეასაძლოა ახალ რეკომენდაციებს დაემქვემდებარონ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სხვადასხვა ინსტიტუციები, სადაც 50 დან 100 ადამინის შეკრება ხდება, შეასაძლოა ახალ რეკომენდაციებს დაემქვემდებარონ. მისივე თქმით, ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

„ამ საკითხზე ამ ეტაპისთვის არ გვიმსჯელია, ვინაიდან დღესდღეობით საქართველოში ეპიდემიის რისკები არის საკმაოდ დაბალი. თუმცა იცით, რომ პრემიერთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თათბირი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინსტანციებზე და გავცემთ რეკომენდაციებს.

რეკომენდაციები იქნება არა მხოლოდ სასამართლო სისტემასთან, სხვა სისტემასთან დაკავშირებითაც, სადაც ხდება 100-მდე ადამიანის შეკრება, ან თუნდაც 50 ადამიანამდე შეკრება. ჩვენ რეკომენდაციებს ვიღებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ვიძლევით ქვეყნის შიგნით მითითებებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი სამსახურები გვაძლევენ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდეს