ეკატერინე ტიკარაძე : დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იქნება მეტი, ვიდრე დაინფიცირებულების

დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულების რიცხვი იქნება უფრო მეტი, ვიდრე დაინფიცირებულების რიცხვი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დ​ღეისთვის გვაქვს კორონავირუსის 420 დაფიქსირებული შემთხვევა და აქედან არის 107 გამოჯანმრთელებული, ხუთია გარდაცვლილი.

„ის, რომ რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი აღემატებოდა 40-ს და დღესდღეობით არის მხოლოდ 10-მდე, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ზოგადად ახასიათებს. ეს არ ნიშნავს, რომ პიკი არის გადავლილი, თუმცა ნიშნავს იმას, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც გატარებული იყო სახელმწიფოს და მთავრობის გუნდის მხრიდან, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ეს გახლავთ ის ეფექტი, რომ ჩვენ შევძელით და მთელი ამ სამი თვის მანძილზე ვმართვათ გრიპის ტალღებს, გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესმის ყველა ძალიან გაღიზიანებული ვართ და ეს არის ძალიან რთული, რომ გვიჭირს გადაადგილება და შეზღუდულია ტრანსპორტი, მაგრამ ყოველივე ეს ღონისძიება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, სოციალური დისტანცირების უმკაცრესი ზომების დაცვის, რის შედეგადაც დღესდღეობით ჩვენ არ გვყავს ორი ათასი და ზუთი ათასი პაციენტი. არამედ გვყავს მხოლოდ 305 პაციენტი სტაციონარში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი: „ერთადერთი მიზანი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა“
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000 ტესტს, მაისის დასაწყისში კი „პისიარ“ ტესტების რაოდენობა 100 000-მდე შეივსება