ეკატერინე ტიკარაძე – დღეს, როცა მსოფლიოში პანდემიაა, არ არის დრო, ბრალდებულები ვეძებოთ

დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა.

ტიკარაძის თქმით, დღეს მხოლოდ რაციონალურობის დროა და საჭიროა ერთობლივად დავძლიოთ პანდემია.

„საქართველო მიყვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. თუ რამდენად მოახდინა თითოეულმა ქვეყანამ დროული რეაგირება ჯანმოს რეკომენდაციებზე, ეს არის უკვე ქვეყნის გადაწყვეტილება, რამდენად სერიოზულად აღიქვეს მათ ის საფრთხეები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აანონსებდა. მაგრამ დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, დღეს არის მხოლოდ რაციონალური ნაბიჯების დრო და ერთობლივად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შევძლოთ და დავძლიოთ პანდემია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსოფლიოს ის სჭირდება.

„ის სრულყოფილი ორგანიზაცია არაა. მან შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსურს, ეს შეცდომები გასწორებული ვიხილო. მსოფლიოს ჯანმო კორონავირუსის მსგავს ეპიდემიებთან გასამკლავებლად სჭირდება,“- განაცხადა ფაუჩიმ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი : ირაკლი კობახიძე აგრესიულობით გამოირჩევა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია აგებული იქნება სიძულვილსა და ნეგატიურ გზავნილებზე
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილს პასუხობს – ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის კრიმინალი და ვაჟკაცობა სხვა ღირებულებებში გამოიხატება