ეკატერინე ტიკარაძე : კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა შეზღუდვა

news
ავტ.: news ნოემბერი 30, 2020 13:50

ეკატერინე ტიკარაძე : კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა  შეზღუდვა

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან დადგინდა, – ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია, ნომერ პირველი ამოცანაა, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე.

„რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ ეს აქციები კვლავ რომ იმართება და ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობამ, საკოორდინაციო შტაბმა და ასევე საბჭომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიიღეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა ის ზომა, არა მხოლოდ უკვე სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც გამოქვეყნებულია და დადგინდა 28 ნოემბრიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

news
ავტ.: news ნოემბერი 30, 2020 13:50