ეკატერინე ტიკარაძე : დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება

დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, 600-მდე სკოლამ უკვე დააკმაყოფილა მოთხოვნები, დანარჩენებს კი, მითითებები მიეცათ.

„სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა, აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც არის ჩვენი მხრიდან წაყენებული, დანარჩენებს მიეცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს უსაფრთხოდ. დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება არანაირად. იცით, რომ ბათუმთან მიმართებით ჩვენ მივიღეთ ორკვირიანი გადავადების გადაწყვეტილება, რაც წინა საბჭოს დასრულების შემდეგ მოგახსენეთ. სხვაგან პროცესები არ შეფერხდება და გაგრძელდება იმ თარიღით, რომელიც იყო დაანონსებული, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებშიც. იქნება მუდმივი მონიტორინგი შრომითი უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან და დღესაც შრომითი უსაფრთხოების სამსახურს მიეცა დავალება, რომ ბათუმში მათი მხრიდან მოხდეს დეტალური შემოწმება ყველა დაწესებულების, გამკაცრდეს ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პრევენციულად და დროულად აღმოვაჩინოთ ყველა კოვიდინფიცირებული და აღმოვფხვრათ ასევე ყველა ის გადაცემის რისკი, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : გარკვეული ციფრული მონაცემები გვაქვს შემუშავებული, ჯერჯერობით ეპიდვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია