ეკატერინე ტიკარაძე : ცნობილია კლასტერი, საიდანაც ბოლო 4 პაციენტი დაინფიცირდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ცნობილია კლასტერი, საიდანაც ბოლო 4 პაციენტი დაინფიცირდა.

მინისტრის თქმით, პაციენტების მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

რაც შეეხება უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტს, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია და ვირუსის განმეორებითი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

“დღეისათვის, დაგვიფიქსირდა კიდევ ოთხი შემთხვევა. ამ ფაქტის ერთი დადებითი მხარე არის, ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, რომელი კლასტერიდან არიან ეს პაციენტები. ორი პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და ორი პაციენტი მოთავსებულია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდეგ ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურება, რომ ისინი არიან კორონავირუსის მატარებლები. პირველი პაციენტი, რომელიც გვყავდა კორონავირირუსით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და რეციდივი ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის. ის კვლავ აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამი პაციენტი, რომელთა მდგომარეობა შედარებით ყურადსაღებია, მათი მდგომარეობაც არის სტაბილური და ჩენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც დამაიმედებელი პროგნოზი. რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ელჩებთან ვიდეო-კონფერენცია გამართეს
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 40-იც არ არის, რაიმე სტატისტიკაზე საუბარი არასერიოზულია