ეკატერინე ტიკარაძე – არ არის საჭირო, ვეძებოთ ინტრიგა, რომელიც არ არსებობს

არ არის საჭირო, ვეძებოთ ინტრიგა, რომელიც არ არსებობს, – ასე უპასუხა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაიწყო თუ არა საუბარი, ვინ შეცვლის მას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, მის შემცვლელს პრემიერი დაასახელებს.

„ეს არის პრემიერის პრეროგატივა, რომ დაასახელოს და აარჩიოს მომდევნო მთავრობის წევრი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა დღეს მთავრობის დღევანდელ სხდომას, იყო თუ არა ეს მისი მხრიდან პროტესტი, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს“.

„საერთოდ, ვთვლი, რომ პროტესტი არის დესტრუქცია. მოვუწოდებ ზოგადად საზოგადოებას, რომ არ მიმართონ არანაირი პროტესტის ფორმას და ამას რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ისედაც არ დავუშვებ. გთხოვთ, ნუ ეძებთ ინტრიგებს, რადგან ის უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიარასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლო სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულება ერთი წლით გადავადდება
შემდეგი სტატიაჰერმან საბო მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს