ეკატერინე ტიკარაძე : ამ ეტაპზე ჟურნალისტების მასობრივი ტესტირების საჭიროება არ დგას

“ამ ეტაპზე, სოციალური დისტანცირება ჟურნალისტებთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ისინი ამ ეტაპზე, ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან,”- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი COVID-19-ის ინფექციაზე ჟურნალისტების მასობრივ ტესტირების საკითხს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ საჭიროება დადგება, ჟურნალისტების მასობრივი ტესტირების საკითხიც განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანებიც.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე და ნათია თურნავა ბრიფინგზე ქართული წარმოების პირბადით მივიდნენ
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : ინფიცირების წყარო ჯერჯერობით 3 შემთხვევაშია უცნობი, რაღაც კლასტერები შესაძლოა, ერთმანეთთან იყოს კავშირში