ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა

უკრაინის შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა. ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია “მეხუთე არხის” ეთერში უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ იური გრიმჩაკმა განაცხადა.
„როგორც ვიცი, ეკა ზღულაძემ, მას შემდეგ, რაც დაასრულა თავისი კადეცია ჩვენთან პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე, უარი თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვით. დღეისთვის ის აღარ არის უკრაინის მოქალაქე, არამედ საქართველოს მოქალაქეა“, – განაცხადა გრიმჩაკმა.
ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და უკრაინის მთავრობაში შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ზღულაძემ თანამდებობა 2016 წლის მაისში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 3 აქტივისტი დააკავეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და ანგელა მერკელს მიმართავს