ეკა მიშველაძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს მრავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის ეკა მიშველაძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს მრავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.

როგორც ეკა მიშველაძემ განაცხადა, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი სასაფლაოზე მოხდა.

“სასაფლაოზე მოხდა. ახლა სტაბილურია. ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მრავალი”, – განაცხადა მიშველაძემ, რომლის კომენტარს ტელეკომპანია “იმედი” ავრაცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ფოფხაძეს ბესელიაზე ზრუნვას ურჩევნია ბორჯომს მიხედოს”
შემდეგი სტატიათამარ ხიდაშელი პროკურატურასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს