ეკა მიშველაძის გათავისუფლება – მონიტორინგის საბჭოს დასკვნას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არ იზიარებს

ეკა მიშველაძის გათავისუფლების თაობაზე მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს დასკვნას არ ეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

საბჭოს განცხადებით, ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

საბჭოს წარმომადგენელმა ემზარ გოგუაძემ განაცახადა, რომ პოლიტიკური დევნა ეკა მიშველაძეზე განხორციელდა იმ მიზეზით, რომ ის ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის მეუღლეა.

„ბასა ჯანიკაშვილმა სადღაც რაღაც თავისი პოზიცია დააფიქსირა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მაუწყებლის პოზიცია. ბასა ჯანიკაშვილი არ არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, როგორც ოფიციალური საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი, რადგან მას ამ წარმომადგენლის უფლებამოსილება არ ქონია. ჩემი აზრით ეს პოლიტიკური დევნა არ ყოფილა,“ – აცხადებს გრიგოლ გოგელია.

თავად ეკა მიშველაძეს არ უკვირს მონიტორინგის საბჭოს დასკვნა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგენს. დასკვნას არ ეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი საზოგადოების პირველი ამოცანაა, რომ ის კაცი და გუნდი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, ვინც ამ სიბინძურით არის დაინტერესებული”
შემდეგი სტატია“ნარმანიას უნიათო მმართველობამ დედაქალაქის მერია ქარვასლად გადააქცია”