ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

მედიაში ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“მედიაში ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ქვემდებარეობით გამოძიების შემდგომი ჩატარების მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოში. ეკა მიშველაძის თხოვნის საფუძველზე საქმე გამოსაძიებლად გადაეცემა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიხვალ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაეროს რამაზოტი ხვალ თბილისში პრესკონფერენციას გამართავს